USD 2.6908
EUR 3.2088
RUB 3.5562
თბილისი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თარიღი:  193

17 დეკემბერს ქუთაისში უნალექო ამინდია, დღისით +11 და ღამით +0 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო ამინდია ოზურგეთშიც, დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1. ბათუმშიც მზეა, დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +11, ღამით კი +0 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღეა დღეა სოხუმშიც. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +0 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო ამინდია, დღისით 2 გრადუსი იქნება, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -11 გრადუსი იქნება.

ბორჯომში +5 იქნება დღისით, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -13 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +7 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით 0, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +8 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 3 გრადუსი იქნება.

მსოფლიო
ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება

ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.

„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის