USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 თებერვალს საქართველოში
дата:  356

სინოპტიკოსები 20 თებერვალს ქუთაისში თოვლიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +7 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. ასევე მოთოვს ოზურგეთში. დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +6 გრადუსსა და თოვლს პროგნოზირებენ, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ძლიერი ქარია მოსალოდნელი ფოთში, სადაც დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 იქნება. მზიანი ამინდია სოხუმში. ჰაერის ტემპერატურა აქ +7 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელია მესტიაში, სადაც დღისით ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება, ღამით -13 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც +0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს.

ჭიათურაში +2 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა -4-მდე დაეცემა. ახალციხეში +2 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +0 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მოთოვს, -9 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -12 გრადუსი იქნება.

მოთოვს გორშიც, სადაც დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი. -5 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. მოთოვს ომალოშიც. ჰაერის ტემპერატურა აქ დღისით -7 გრადუსი იქნება, ღამე კი -18 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი. მოთოვს თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია მოსალოდნელი.

თოვლია მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. +5 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი სიღნაღში, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.

რუსთავში ძლიერი ქარი და თოვლია მოსალოდნელი. დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი. თბილისში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати