USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
როგორი ამინდია დღეს?
თარიღი:  549

21 აპრილს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

რუსთავში +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ქუთაისში +16 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +7 გრადუსია, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმს, დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +20 ღამის ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღე და +7 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ომალოშიც, სადაც დღისით +5, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +18 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

 

 

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის