USD 2.6981
EUR 3.1150
RUB 3.3704
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოში
თარიღი:  556

26 აპრილს თბილისში წვიმაა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

რუსთავში +23 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში +26 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. გამოიდარებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც მზიანი დღეა. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. +25 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მოსალოდნელია ნალექი, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი. ახალციხეში წვიმს, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +21, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში გამოიდარებს. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი დღე და +10 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღე იქნება ომალოშიც, სადაც დღისით +11, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიანი დღე და +20 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +19 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

 

 

მსოფლიო
ჯეი დი ვენსი ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული გამოცემა 24.hu პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურისგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამშაბათს, 7 აპრილს, ბუდაპეშტში ვიზიტის დროს სიტყვით გამოვა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაზე.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ დემონსტრაციამდე ორბანი და ჯეი დი ვენსი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის