29 ივლისს ქუთაისში +32 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში უნალექოდ ჩაივლის დღე. დღისით ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში მზიანი დღე იქნება. დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი. ახალციხეში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს.
მზიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +33, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში მზიანი ამინდია, +33 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი.
გუდაურში უნალექო და მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +21, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმას ვარაუდობენ. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +33 გრადუსია მოსალოდნელი, დღე მზიანი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +34 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ცვალებად მოღრუბლულობას და ხანმოკლე წვიმას ვარაუდოებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.
მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველომ 25.7 ათასი დოლარის ღირებულების ორგანოთერაპიისთვის განკუთვნილი ჯირკვლები და სხვა ორგანოების იმპორტი განახორციელა. 2022 წლის დასაწყისში ქვეყანაში შემოტანილი ორგანოების მოცულობა გასული 4 წლის ანალოგიური პერიოდების იმპორტს აღემატება.
ოფიციალური სტატისტიკით ორგანოთერაპიისთვის შემოტანილი ამ დასახელების საქონლის მოცულობა იანვარ-მარტში 0.13 ტონა იყო.
რაც შეეხება ორგანოების იმპორტის წლიურ მონაცემებსა და იმ ქვეყნებს, სადაც საქართველო საქონელს ყიდულობს, საქსტატის მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს გვქონდა (183 ათასი დოლარი, 0.74 ტონა). აღსანიშნია, რომ პანდემიის დაწყების პირველ წელს საქართველოდან 0.23 ტონა ორგანოების შესაძენად 155 ათასი დოლარი გავიდა. გასულ წელს კი 0.44 ტონა იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ 89.9 ათასი დოლარი შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ორგანოთერაპიისთვის განკუთვნილი ჯირკვლებისა და სხვა ორგანოების ყველაზე დიდი მომწოდებელი საქართველოსთვის აშშ-ია - 77.9 ათასი დოლარი, მას მოსდევს გაერთიანებული სამეფო - 3.8 ათასი დოლარი, ჰონ-კონგი - 3.3 ათასი დოლარი, გერმანია - 2.1 ათასი დოლარი, ავსტრალია - 0.9 ათასი დოლარით. საიმპორტო ქვეყნებს შორისაა: კანადა, იტალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, ბელგია და შვეიცარია.
წყარო:https://bm.ge/