4 ივლისს ქუთაისში +27 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ოზურგეთშიც, სადაც დღისით +26, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.
ფოთში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმას ვარაუდობენ, დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.
უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +24, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, სადაც დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში ნალექიანი ამინდია, +27 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც იწვიმებს. დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი.
იწვიმებს გუდაურშიც. დღისით +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +15, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.
ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანშიც, სადაც დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს სიღნაღშიც. დღისით აქ +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
რუსთავშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +30 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები.
მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველომ 25.7 ათასი დოლარის ღირებულების ორგანოთერაპიისთვის განკუთვნილი ჯირკვლები და სხვა ორგანოების იმპორტი განახორციელა. 2022 წლის დასაწყისში ქვეყანაში შემოტანილი ორგანოების მოცულობა გასული 4 წლის ანალოგიური პერიოდების იმპორტს აღემატება.
ოფიციალური სტატისტიკით ორგანოთერაპიისთვის შემოტანილი ამ დასახელების საქონლის მოცულობა იანვარ-მარტში 0.13 ტონა იყო.
რაც შეეხება ორგანოების იმპორტის წლიურ მონაცემებსა და იმ ქვეყნებს, სადაც საქართველო საქონელს ყიდულობს, საქსტატის მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს გვქონდა (183 ათასი დოლარი, 0.74 ტონა). აღსანიშნია, რომ პანდემიის დაწყების პირველ წელს საქართველოდან 0.23 ტონა ორგანოების შესაძენად 155 ათასი დოლარი გავიდა. გასულ წელს კი 0.44 ტონა იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ 89.9 ათასი დოლარი შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ორგანოთერაპიისთვის განკუთვნილი ჯირკვლებისა და სხვა ორგანოების ყველაზე დიდი მომწოდებელი საქართველოსთვის აშშ-ია - 77.9 ათასი დოლარი, მას მოსდევს გაერთიანებული სამეფო - 3.8 ათასი დოლარი, ჰონ-კონგი - 3.3 ათასი დოლარი, გერმანია - 2.1 ათასი დოლარი, ავსტრალია - 0.9 ათასი დოლარით. საიმპორტო ქვეყნებს შორისაა: კანადა, იტალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, ბელგია და შვეიცარია.
წყარო:https://bm.ge/