17 აპრილს ქუთაისში ხანმოკლე წვიმა და +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ ოზურგეთშიც, სადაც დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +15 გრადუსსა და ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მცირე ღრუბლიანობის მომატებაა შესაძლებელი ფოთში. +15 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. უმეტესად მზიანი დღე იქნება ზუგდიდში, სადაც დღის განმავლობაში +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სოხუმში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში +8 გრადუსი და წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში უმეტესად მზიან დღესა და +19 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. უხვი ნალექია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.
ღრუბლიანობის მომატება და +21 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად ღრუბლიანი დღე იქნება ბაკურიანშიც. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი გორში. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი გუდაურში. +12 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდევი ომალოში, სადაც დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.
მცირე ღრუბლიანობის მომატებას ვარაუდობენ სინოპტიკოსები გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უმეტესად უნალექო დღე არის მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსია. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).
„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.
დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.
აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.
დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.
ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას, რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და სულელებად თვლიდნენ?
მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.
წყარო: https://thehill.com/opinion/campaign/4975713-donald-trump-greatest-comeback-since-lazarus/