USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოში?
дата:  252

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 აგვისტოს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. კერძოდ:

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ.
აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +19, +24°, დღისით +33, +38°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +32, +37°; მაღალმთაში ღამით +10, +15°, დღისით +28, +33°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ზოგან შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +20, +25°, დღისით +30, +35°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +30, +35°; მაღალმთაში ღამით +10, +15°, დღისით +20, +25°, ზოგან +31°-მდე.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, შესაძლებელია
ნისლი. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +25°, დღისით
+33°.

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати