27 ივლისს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.
ქუთაისში +39 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +25 გრადუსი იქნება.
ოზურგეთში უნალექო დღეა. დღისით +38 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.
ბათუმში დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +36 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +38 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსია ნავარაუდევი.
+36 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურში ჰაერი დღისით +36 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +17 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომშიც მზიანი დღეა. დღისით +33, ღამის ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში დღისით +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +32 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.