USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  379

18  ივლისს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
  • რუსთავში დღისით +29 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ქუთაისში +28 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
  • ოზურგეთში გამოიდარებს. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.
  • ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ფოთში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს.
  • ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.
  • +27 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
  • მესტიაში გამოიდარებს. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში ჰაერი დღისით +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ახალციხეში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.
  • ბორჯომშიც გამოიდარებს. დღისით +26, ღამის ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
  • გორში დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
  • თელავში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
  • გურჯაანში დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +26 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

 

 

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის