USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  312

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურეთიერთქმედებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი,ზოგან დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი.

სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +31°.
ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.
ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.
ქუთაისი: შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთ. ჰაერის ტემპერატურა: +32°.
ზუგდიდი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +31°.
ანაკლია: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.
ოზურგეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +32°.
ონი: შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +29°.
გორი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +33°.
ცხინვალი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +32°.
თბილისი: დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი,დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა: +37°.
მარნეული: დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +38°.
რუსთავი: დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +37°.
ახალციხე: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +31°.
ბორჯომი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +32°.
ბაკურიანი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +27°.
სტეფანწმინდა: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +24°.
თელავი: დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.ჰაერის
ტემპერატურა: +34°.

საზოგადოება
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის