USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  333

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება
შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +28°.
ბათუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +29°.
ქობულეთი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +28°.
ქუთაისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +31°.
ზუგდიდი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +29°.
ანაკლია: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +29°.
ოზურგეთი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +31°.
ონი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +29°.
გორი: დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +33°.
ცხინვალი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +32°.
თბილისი: დღის მე-2 ნახ-დან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +36°.
მარნეული: დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +36°.
რუსთავი: დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +36°.
ახალციხე: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +32°.
ბორჯომი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +31°.
ბაკურიანი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +24°.
სტეფანწმინდა: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +23°.
თელავი: დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით.. ჰაერის ტემპერატურა: +34°.

საზოგადოება
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის