USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
дата:  523

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება
ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისი: დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +34°.

სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +34°.
ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +35°.
ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +34°.
ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +37°.
ზუგდიდი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +36°.
ანაკლია: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +35°.
ოზურგეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +35°.
ონი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +32°.
გორი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +31°.
ცხინვალი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.
მარნეული: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +34°.
რუსთავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +35°.
ახალციხე: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +31°.
ბორჯომი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +32°.
ბაკურიანი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +24°.
სტეფანწმინდა: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +22°.
თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +31°.

общество
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати