USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  400

7 ივნისს საქართველოში ჰაერის მასების გადაადგილება აღმოსავლეთიდან ამინდის ცვალებადობას განსაზღვრავს – მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები, ელჭექი და სეტყვა აღმოსავლეთ რეგიონებში

ამინდი საქართველოში ამიერკავკასიის აღმოსავლეთიდან შემომავალი ჰაერის მასებით იქნება განპირობებული, რაც დროგამოშვებით ღრუბლიანობის ზრდასა და ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექებს მოასწავებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ივლისს მოსალოდნელი ამინდი ასეთია:

სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +28°.
ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.
ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +29°.
ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +31°.
ზუგდიდი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +29°.
ანაკლია: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +29°.
ოზურგეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.
ონი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +25°.
გორი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.
ცხინვალი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +29°.
თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +29°.
მარნეული: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.
რუსთავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.
ახალციხე: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +28°.
ბორჯომი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +28°.
ბაკურიანი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +23°.
სტეფანწმინდა: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +16°.
თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +26°.

საზოგადოება
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის