გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის ცვლილებაა მოსალოდნელი. კერძოდ, 5 ივნისს, ხუთშაბათს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით გაიზრდება ღრუბლიანობა, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთში ზოგან შესაძლებელია სეტყვაც.
ქალაქების მიხედვით, ამინდის პროგნოზი ასეთია:
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.