USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  292

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 15 მაისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებისა და
სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.
უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთში ზოგან შესაძლებელია
სეტყვა. საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი
ქარი.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ღამით მაღალმთაში ზოგან შესაძლებელია თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +5, +10°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +7, +12°.


აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ღამით მაღალმთაში ზოგან შესაძლებელია თოვლჭყაპი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +6, +11°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +10, +15°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +5, +10°.

თბილისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +17°;

რუსთავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +18°;
სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +19°;
ბათუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +16°;
ქობულეთი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +16°;
ქუთაისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +19°;
ზუგდიდი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +16°;
ანაკლია: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +17°;
ოზურგეთი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +17°;
ონი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +15°;
გორი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +17°;
ცხინვალი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +16°;
მარნეული: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +17°;
ახალციხე: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +15°;
ბორჯომი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +15°;
ბაკურიანი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +10°;
სტეფანწმინდა: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +8°;
თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +17°.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის