USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  633

თბილისი:

მოწმენდილი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +26°C, ღამით +12°C. amindi.net


აფხაზეთი:

  • სოხუმი: უმეტესად მზიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +20°C, ღამით +14°C.

  • გაგრა: უმეტესად მზიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +20°C, ღამით +13°C.

  • გუდაუთა: უმეტესად მზიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +19°C, ღამით +12°C.

  • ოჩამჩირე: უმეტესად მზიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +19°C, ღამით +13°C.

  • ტყვარჩელი: უმეტესად მზიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +18°C, ღამით +12°C.


სამეგრელო-ზემო სვანეთი:

  • ზუგდიდი: უმეტესად მზიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +20°C, ღამით +13°C.

  • სენაკი: უმეტესად მზიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +19°C, ღამით +12°C.

  • ფოთი: უმეტესად მზიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +20°C, ღამით +13°C.

  • აბაშა: უმეტესად მზიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +19°C, ღამით +12°C.

  • ჩხოროწყუ: უმეტესად მზიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +19°C, ღამით +12°C.


იმერეთი:

  • ქუთაისი: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +19°C, ღამით +10°C.

  • წყალტუბო: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +18°C, ღამით +9°C.

  • ზესტაფონი: ცვალებადი ღრუბლიანობა. ტემპერატურა: დღისით +18°C, ღამით +9°C.

  • ტყიბული: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +16°C, ღამით +8°C.


რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი:

  • ამბროლაური: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +15°C, ღამით +7°C.

  • ონი: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +14°C, ღამით +6°C.

  • ცაგერი: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +16°C, ღამით +8°C.


გურია:

  • ოზურგეთი: უმეტესად მზიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +20°C, ღამით +12°C.

  • ლანჩხუთი: უმეტესად მზიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +19°C, ღამით +12°C.

  • ჩოხატაური: უმეტესად მზიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +18°C, ღამით +11°C.


აჭარა:

  • ბათუმი: უმეტესად მზიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +21°C, ღამით +14°C.

  • ქობულეთი: უმეტესად მზიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +20°C, ღამით +13°C.

  • შუახევი: უმეტესად მზიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +17°C, ღამით +10°C.


სამცხე-ჯავახეთი:

  • ახალციხე: ღრუბლიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +13°C, ღამით +3°C.

  • ახალქალაქი: ღრუბლიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +10°C, ღამით +1°C.

  • ასპინძა: ღრუბლიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +12°C, ღამით +2°C.


შიდა ქართლი:

  • გორი: ღრუბლიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +16°C, ღამით +7°C.

  • ხაშური: ცვალებადი ღრუბლიანობა. ტემპერატურა: დღისით +16°C, ღამით +7°C.

  • კასპი: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +17°C, ღამით +8°C.


მცხეთა-მთიანეთი:

  • მცხეთა: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +17°C, ღამით +8°C.

  • დუშეთი: ღრუბლიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +14°C, ღამით +5°C.

  • სტეფანწმინდა: ღრუბლიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +9°C, ღამით +1°C.


კახეთი:

  • თელავი: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +18°C, ღამით +8°C.

  • სიღნაღი: ღრუბლიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +17°C, ღამით +9°C.

  • გურჯაანი: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +18°C, ღამით +9°C.


ქვემო ქართლი:

  • რუსთავი: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ტემპერატურა: დღისით +19°C, ღამით +10°C.

  • მარნეული: უმეტესად ღრუბლ ... ამ ... . ტემპერატურა: დღისით +19°C, ღამით +10°C.

  • ბოლნისი: ღრუბლიანი ამინ ... . ტემპერატურა: დღისით +17°C, ღამით +9°C.


სამაჩაბლო:

  • ცხინვალი: ღრუბლიანი ამინ ... . ტემპერატურა: დღისით +12°C, ღამით +4°C.

  • ჯავა: ღრუბლიანი ამინ ... . ტემპერატურა: დღისით +10°C, ღამით +2°C.

  • ახალგორი: ცვალებადი ღრუბლიანობა. ტემპერატურა: დღისით +13°C, ღამით +5°C.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის