თბილისი: მოწმენდილი. ტემპერატურა: დღისით 14°C, ღამით 2°C.
სოხუმი: ღრუბლიანი, შესაძლოა მცირე წვიმა. ტემპერატურა: დღისით 11°C, ღამით 6°C.
ცხინვალი: მოღრუბლული, მცირე თოვლი. ტემპერატურა: დღისით 4°C, ღამით -2°C.
ქუთაისი: მზიანი, თბილი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 5°C.
წყალტუბო: ნაწილობრივ ღრუბლიანი. ტემპერატურა: დღისით 11°C, ღამით 4°C.
სამტრედია: უმეტესად მზიანი. ტემპერატურა: დღისით 13°C, ღამით 6°C.
ზესტაფონი: ღრუბლიანი, შესაძლოა წვიმა. ტემპერატურა: დღისით 10°C, ღამით 4°C.
ტყიბული: მოღრუბლული. ტემპერატურა: დღისით 8°C, ღამით 2°C.
ზუგდიდი: ღრუბლიანი, მცირე წვიმა. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 5°C.
სენაკი: უმეტესად ღრუბლიანი. ტემპერატურა: დღისით 13°C, ღამით 6°C.
ფოთი: ღრუბლიანი, სუსტი ქარი. ტემპერატურა: დღისით 19°C, ღამით 7°C.
აბაშა: უმეტესად მზიანი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 5°C.
ჩხოროწყუ: ნაწილობრივ ღრუბლიანი. ტემპერატურა: დღისით 11°C, ღამით 4°C.
ბათუმი: მზიანი, თბილი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 8°C.
ქობულეთი: უმეტესად მზიანი. ტემპერატურა: დღისით 13°C, ღამით 9°C.
ოზურგეთი: ღრუბლიანი, მცირე წვიმა. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 6°C.
ლანჩხუთი: უმეტესად მზიანი. ტემპერატურა: დღისით 13°C, ღამით 7°C.
ახალციხე: მოწმენდილი, გრილი. ტემპერატურა: დღისით 10°C, ღამით -1°C.
ახალქალაქი: მოწმენდილი, ცივი. ტემპერატურა: დღისით 7°C, ღამით -3°C.
ბორჯომი: მზიანი, გრილი. ტემპერატურა: დღისით 9°C, ღამით -2°C.
ბაკურიანი: მოწმენდილი, ცივი. ტემპერატურა: დღისით 6°C, ღამით -5°C.
წალკა: ცივი, მცირე თოვლი. ტემპერატურა: დღისით 4°C, ღამით -4°C.
გორი: მოწმენდილი, თბილი. ტემპერატურა: დღისით 13°C, ღამით 1°C.
ხაშური: უმეტესად მზიანი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 0°C.
კასპი: მოწმენდილი, გრილი. ტემპერატურა: დღისით 13°C, ღამით 2°C.
ქარელი: უმეტესად მზიანი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 1°C.
მცხეთა: მზიანი, თბილი. ტემპერატურა: დღისით 14°C, ღამით 2°C.
დუშეთი: მოწმენდილი, გრილი. ტემპერატურა: დღისით 10°C, ღამით -1°C.
სტეფანწმინდა: ცივი, მცირე თოვლი. ტემპერატურა: დღისით 3°C, ღამით -5°C.
გუდაური: ყინვიანი, მცირე თოვლი. ტემპერატურა: დღისით 1°C, ღამით -6°C.
თიანეთი: მოწმენდილი, გრილი. ტემპერატურა: დღისით 9°C, ღამით -2°C.
რუსთავი: მოღრუბლული, შესაძლოა თოვლი. ტემპერატურა: დღისით 3°C, ღამით -3°C.
მარნეული: უმეტესად მზიანი. ტემპერატურა: დღისით 13°C, ღამით 1°C.
ბოლნისი: მოწმენდილი, გრილი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 0°C.
ლაგოდეხი: ღრუბლიანი, შესაძლოა მცირე წვიმა. ტემპერატურა: დღისით 11°C, ღამით 4°C.
თელავი: უმეტესად ღრუბლიანი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 2°C.
სიღნაღი: მზიანი, გრილი. ტემპერატურა: დღისით 13°C, ღამით 2°C.
გურჯაანი: ღრუბლიანი, სუსტი ქარი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 3°C.
საგარეჯო: უმეტესად ღრუბლიანი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 3°C.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.