28 იანვრის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:
თბილისი: ნალექიანი დღე. ტემპერატურა: დღისით 6°C, ღამით 1°C.
სოხუმი: ნაწილობრივ ღრუბლიანი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 7°C.
ცხინვალი: ღრუბლიანი. ტემპერატურა: დღისით 4°C, ღამით -1°C.
ქუთაისი: წვიმიანი. ტემპერატურა: დღისით 9°C, ღამით 4°C.
წყალტუბო: ნალექიანი. ტემპერატურა: დღისით 8°C, ღამით 3°C.
ზესტაფონი: ღრუბლიანი. ტემპერატურა: დღისით 7°C, ღამით 2°C.
ტყიბული: წვიმა მთებში თოვლით. ტემპერატურა: დღისით 3°C, ღამით -1°C.
ზუგდიდი: მსუბუქი წვიმა. ტემპერატურა: დღისით 11°C, ღამით 6°C.
სენაკი: ღრუბლიანი წვიმის შანსით. ტემპერატურა: დღისით 10°C, ღამით 5°C.
ფოთი: წვიმიანი. ტემპერატურა: დღისით 11°C, ღამით 7°C.
აბაშა: ღრუბლიანი. ტემპერატურა: დღისით 9°C, ღამით 4°C.
ჩხოროწყუ: ნისლიანი და წვიმიანი. ტემპერატურა: დღისით 10°C, ღამით 5°C.
ბათუმი: წვიმიანი და ქარიანი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 8°C.
ქობულეთი: წვიმიანი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 7°C.
ოზურგეთი: ნალექიანი. ტემპერატურა: დღისით 11°C, ღამით 6°C.
ლანჩხუთი: ღრუბლიანი წვიმის შანსით. ტემპერატურა: დღისით 10°C, ღამით 5°C.
ახალციხე: თოვლიანი. ტემპერატურა: დღისით 2°C, ღამით -4°C.
ახალქალაქი: თოვლი და ყინვა. ტემპერატურა: დღისით -1°C, ღამით -8°C.
წალკა: თოვლი და ქარი. ტემპერატურა: დღისით -3°C, ღამით -10°C.
გორი: მოღრუბლული. ტემპერატურა: დღისით 5°C, ღამით 0°C.
ხაშური: ღრუბლიანი და წვიმიანი. ტემპერატურა: დღისით 6°C, ღამით 1°C.
კასპი: ნაწილობრივ ღრუბლიანი. ტემპერატურა: დღისით 5°C, ღამით 0°C.
ქარელი: ღრუბლიანი. ტემპერატურა: დღისით 4°C, ღამით -1°C.
მცხეთა: ღრუბლიანი და ქარიანი. ტემპერატურა: დღისით 5°C, ღამით 1°C.
დუშეთი: თოვლი მთებში. ტემპერატურა: დღისით 3°C, ღამით -3°C.
სტეფანწმინდა: ძლიერი თოვლი. ტემპერატურა: დღისით -2°C, ღამით -10°C.
თიანეთი: თოვლიანი და ქარიანი. ტემპერატურა: დღისით 0°C, ღამით -6°C.
რუსთავი: ნალექიანი. ტემპერატურა: დღისით 7°C, ღამით 2°C.
მარნეული: ღრუბლიანი. ტემპერატურა: დღისით 6°C, ღამით 1°C.
ბოლნისი: ნაწილობრივ ღრუბლიანი. ტემპერატურა: დღისით 5°C, ღამით 0°C.
ლაგოდეხი: წვიმიანი. ტემპერატურა: დღისით 7°C, ღამით 2°C.
თელავი: ღრუბლიანი. ტემპერატურა: დღისით 6°C, ღამით 1°C.
სიღნაღი: წვიმა. ტემპერატურა: დღისით 6°C, ღამით 1°C.
გურჯაანი: ღრუბლიანი და ქარიანი. ტემპერატურა: დღისით 6°C, ღამით 1°C.
საგარეჯო: ნალექიანი. ტემპერატურა: დღისით 6°C, ღამით 1°C.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.