USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  683

22 ივლისის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
  • რუსთავში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +33 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ქუთაისში +34 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.
  • ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21.
  • ბათუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ფოთში ღრუბლიანი დღეა ნავარაუდევი. დღისით +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი.
  • ზუგდიდში იწვიმებს. დღისით ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.
  • +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება და იწვიმებს.
  • მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ჭიათურაშიც წვიმს. დღე +30 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ახალციხეში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.
  • ბორჯომშიც წვიმს. დღისით +32 იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ბაკურიანში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
  • გორში დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
  • გუდაურშიც წვიმს. დღე +18 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.
  • ომალოში დღისით +19, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
  • ლაგოდეხშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • თელავშიც იწვიმებს. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.
  • იწვიმებს გურჯაანშიც, სადაც დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ანალოგიური ამინდია სიღნაღში, სადაც დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

 

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის