USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  499

12 ივლისის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

 

  • თბილისში წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსი იქნება.

  • რუსთავში დღისით +37 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ქუთაისში +33 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.

  • ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24.

  • ბათუმში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

  • ფოთში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +25 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს.

  • ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.

  • +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

  • მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

  • ჭიათურაშიც წვიმს. დღე +31 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ახალციხეში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიწევს. დღე უნალექოდ ჩაივლის.

  • ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +32 იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ანალოგიური ამინდია ბაკურიანში, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1გრადუსი დაფიქსირდება.

  • გორში დღისით +35 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

  • გუდაურში წვიმას ვარაუდობენ, დღის განმავლობაში +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

  • ომალოში დღისით +22, ღამით კი 11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

  • ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

  • თელავში +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. დღე უნალექოდ ჩაივლის.

  • გურჯაანში უნალექო დღე და +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

  • სიღნაღში დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.

 

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way