USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
дата:  586

18 ივნისის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. წვიმა.
  • რუსთავში დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • ქუთაისში  +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. წვიმა.
  • ოზურგეთში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 წვიმა.
  • ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • ფოთში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. 
  • ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმა.
  • სოხუმში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
  • მესტიაში დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • ამბროლაურში, დღე ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • ახალციხეში დღისით ჰაერი + 28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +17 გრადუსამდე დაიწევს. წვიმა.
  • ბორჯომში დღისით ტემპერატურა +26 იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • ბაკურიანში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • გორში დღისით +29 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • ცხინვალში  დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • ლაგოდეხში  ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი . წვიმა.
  • თელავში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმა.
  • გურჯაანშიც  დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • სიღნაღში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати