USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  705

7 ივნისის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. 
  • რუსთავში დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ქუთაისში იწვიმებს, +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
  • ოზურგეთში დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. 
  • ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ფოთში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. 
  • ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი.
  • სოხუმში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
  • მესტიაში დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ახალციხეში დღისით ჰაერი + 30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს. 
  • ბორჯომში დღისით ტემპერატურა + 28 იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ბაკურიანში  დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • გორში დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • გუდაურში დღე +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. 
  • ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი .
  • თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.
  • გურჯაანშიც  დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way