USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  498

20 მაისის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში  ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. 
  • რუსთავში დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ქუთაისში +23 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.
  • ოზურგეთში დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. 
  • ბათუმში  დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ფოთში დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. 
  • ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
  • სოხუმში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
  • მესტიაში დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა
  • ახალციხეში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს. 
  • ბორჯომში დღისით იწვიმებს, ტემპერატურა +18 იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ბაკურიანში წვიმს დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • გორში დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • გუდაურში დღე +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. 
  • ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი .
  • თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
  • გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის