USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
дата:  376

8 მაისის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. 
  • რუსთავში დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ქუთაისში +19 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
  • ოზურგეთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12.
  • ბათუმში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ფოთში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. 
  • ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
  • +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
  • მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
  • ახალციხეში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.
  • ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +14 იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ბაკურიანში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
  • გორში დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
  • გუდაურში იწვიმებს, დღე +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. 
  • ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
  • თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
  • გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати