USD 2.6804
EUR 2.8892
RUB 2.9266
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  99

29 აპრილის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +278 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

  • რუსთავში დღისით +30 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +137 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ქუთაისში +24 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

  • ოზურგეთშიც დარია. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15.

  • ბათუმში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

  • უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი.

  • ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

  • +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

  • მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ახალციხეში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს.

  • ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +27 იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ბაკურიანში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

  • გორში დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

  • თელავში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

  • გურჯაანში დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

  • სიღნაღში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

სპორტი
“ნაპოლი” მზადაა, ხვიჩა კვარაცხელია 130 მილიონ ევროდ გაყიდოს

იტალიური მედიის ცნობით ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ევროპული ტოპ კლუბების ინტერესები არ წყდება. “ბარსელონას” შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით “პარის სენ-ჟერმენიც” არის დაინტერესებული, რომელიც თავის მთავარ ვარსკვლავთან, კილიან მბაპესთან დასამშვიდობებლად და შემდგომი პერიოდის დაგეგმვისთვის ემზადება.

"პარის სენ-ჟერმენი” მბაპეს შემცვლელად ხვიჩა კვარაცხელიასაც განიხილავს, რომლის დამატებაც ძალიან რთული ორი მიზეზის გამო იქნება. პირველი ეს არის ღირებულება, ხოლო მეორე ის, რომ “ნაპოლი” ამ დროისთვის ფეხბურთელის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მუშაობს.

"ნაპოლი" ქართველს დაახლოებით 130 მილიონ ევროდ აფასებს, რაც პარიზული კლუბის კატარელი მმართველებისთვის ხელმიუწვდომელი თანხა არ უნდა იყოს.

არსებობს ინტერესი “ბარსელონას” მხრიდანაც, რომელიც მზადაა კვარაცხელიას ტრანსფერში თავისი ორი ფეხბურთელი ფერმინ ლოპესი და ფერან ტორესი ჩართოს, ვინაიდან კატალონიელებს ეკონომიკურ-ფინანსური სიტუაცია არ აძლევს იმის საშუალებას, ბაზარზე დიდი ფული დახარჯოს.

პრობლემას ის ქმნის, რომ სამხრეთ იტალიური გუნდის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს კვარაცხელიას გაყიდვის იდეა და სურვილი არ აქვს.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განახლებული ხელშეკრულებით, რომელიც 2028 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვლილი, ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი სეზონში 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება, მისი ტრანსფერის გამოსყიდვა კი 120-130 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.