USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  313

11 აპრილის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

თბილისი: შესაძლებელია ნისლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +24°

რუსთავი: შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტ-რა:+25°

ბათუმი: დღის მეორე ნახევრიდან მცირე ნისლია. ჰაერის ტემპ-რა: +15°.

ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ.ჰაერის ტემპ-რა: +15°.

ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +19°.

ზუგდიდი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: + 19°.

სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +16°.

ანაკლია: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +15°

ოზურგეთი: დღის მეორე ნახევრიდან შეს.ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპ-რა: +16°.

ონი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +22°

გორი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +22°

ცხინვალი:უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +21°.

მარნეული: უმეტესად უნალექოდ.ჰაერის ტ-რა:+24°

ახალციხე: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტ-რა: +21°

ბორჯომი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტ-რა: +21°

ბაკურიანი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტ-რა: +16°

სტეფანწმინდა: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტ-რა: +10°

თელავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტ-რა: +21°

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის