USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  341

11 აპრილის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

თბილისი: მცირე წვიმა, შესაძლებელია ნისლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +20°

რუსთავი: მცირე წვიმა, შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტ-რა:+20°

ბათუმი: დღის მეორე ნახევრიდან მცირე ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპ-რა: +19°.

ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ.ჰაერის ტემპ-რა: +19°.

ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +22°.

ზუგდიდი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: + 20°.

სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +18°.

ანაკლია: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +20°

ოზურგეთი: დღის მეორე ნახევრიდან შეს.ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპ-რა: +22°.

ონი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპ-რა: +19°

გორი: ხანმოკლე წვიმ. ჰაერის ტემპ-რა: +19°

ცხინვალი: დღის მეორე ნახევრიდან შეს.ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპ-რა: +18°.

მარნეული: მცირე წვიმა, შესაძლებელია ნისლი.ჰაერის ტ-რა:+20°

ახალციხე: დღის მეორე ნახევრიდან წვიმა. ჰაერის ტ-რა: +20°

ბორჯომი: დღის მეორე ნახევრიდან წვიმა. ჰაერის ტ-რა: +20°

ბაკურიანი: წვიმა. ჰაერის ტ-რა: +14°

სტეფანწმინდა: წვიმა ,შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტ-რა: +10°

თელავი: წვიმა,შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტ-რა: +20°

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის