USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
дата:  432

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 მარტს საქართველოში ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. საქართველოში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -1, +4°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +10, +15°; მაღალ მთაში ღამით -10, -5°, დღისით +3, +8°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, დღისით შესაძლებელია ნისლი. ღამით დასავლეთის, დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -4, +1°, დღისით +7, +12°; მთაში ღამით -9, -4°, დღისით +7, +12°; მაღალ მთაში ღამით -16, -11°, დღისით +1, +6°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +3 °.

სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +9

გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +8

ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +8

ბათუმიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +8

ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ.  ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +7.

ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +9.

ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით -1.

ზუგდიდი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +8.

ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +7.

ოზურგეთიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +8.

ჭიათურა დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით +3.

ამბროლაურიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით -1.

ცაგერიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით -2°.

ონიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით -4°.

მესტიადროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით -6°.

გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით -1.

ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით -3.

ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ.  ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით -5.

ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით -2.

სტეფანწმინდადროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°, ღამით -3.

გუდაურიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +1°, ღამით -6.

თიანეთი დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით -3.

ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით -5.

ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ  ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11, ღამით -2.

ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ  ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -9 .

თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +3°.

ყვარელი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +3°.

საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ.  ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +3°.

იღნაღი დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით +1°.

დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ.. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით +3°.

ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +3°.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати