USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  901

არემო ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 მარტს ამინდი საქართველოში კვლავ განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი ცივი და შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით.

დღეს, საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. საქართველოში ზოგან დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ზოგან მცირე ნალექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით -7, -2°, დღისით +5, +10°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.დღის მეორე ნახევრიდან ზოგან მცირე ნალექი. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -1, +4°, დღისით +7, +12°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით +5, +10°.

თბილისი: უნალექოდ. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +12°.

სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +16°.
ბათუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +17°.
ქობულეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +17°.
ქუთაისი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +19°.
ზუგდიდი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: + 18°.
ანაკლია: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +18°
ოზურგეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +18°.
ონი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +15°
გორი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +12°
ცხინვალი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +11°.
მარნეული: უნალექოდ. ჰაერის ტ-რა:+10°
რუსთავი: უნალექოდ. ჰაერის ტ-რა:+12°
ახალციხე: მცირე წვიმა. ჰაერის ტ-რა: +12°
ბორჯომი: მცირე წვიმა. ჰაერის ტ-რა: +11°
ბაკურიანი: მცირე წვიმა. ჰაერის ტ-რა: +9°
სტეფანწმინდა: უნალექოდ. ჰაერის ტ-რა: +6°
თელავი: უნალექოდ. ჰაერის ტ-რა: +10°

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის