USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  1073

24 იანვარს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია თოვლი.

რუსთავში დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლი.

ქუთაისში +8 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.

ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2.

ბათუმში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექოდ ჩაივლის დღე ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი.

+8 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით -1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურში დღეს ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი დღე და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -6 გრადუსი.

ახალციხეშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით +1 იქნება, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

ბაკურიანში დღისით -5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -17 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღე -5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -16 გრადუსი იქნება. 

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში თოვლი და -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისი
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის