3 ნოემბერის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:
რუსთავში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. იწვიმებს.
ქუთაისში +21გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14.
ბათუმშიც წვიმაა. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
+22 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით +15 გრადუსი, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 5 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +19, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში დღისით +23 იქნება გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში დღისით +21 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.