USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  791

3 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

  • თბილისში კოკისპირული წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. 

  • რუსთავში წვიმიანი  ამინდია მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ქუთაისში +18 გრადუსი და ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

  • სამტრედიაში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

  • წყალტუბოში ჰაერი დღისით +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

  • ოზურგეთში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. 

  • ბათუმში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +20  გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ფოთში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.

  • ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

  • სოხუმში წვიმს, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

  • მესტიაში დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

  • ამბროლაურში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ახალციხეში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.

  • ბორჯომში დღისით +16, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

  • გორში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

  • ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. 

  • თელავში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

  • გურჯაანში  დღისით +21 იქნება გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

  • სიღნაღში დღისით მზიანი ამინდი +23 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის