USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
როგორი ამინდია 6-7 იანვარს საქართველოში?
Date:  345

გარემოს ეროვნული სააგენტო 6-7 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

6 იანვარს, შაბათს:

დასავლეთ საქართველოში - მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და დილის საათებში უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში ზოგან თოვლი, ღამით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +9, +14°; უმეტესად უნალექოდ.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და დილის საათებში ზოგან წვიმა, მთაში თოვლი, მაღალ მთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2, +7°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +3, +8°; მაღალ მთაში ღამით -9, -4°, დღისით -1, +4°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით შესაძლებელია მცირე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +6°, დღისით +10°.


7 იანვარს - კვირას

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით -8, -3°, დღისით +6, +11°; მაღალ მთაში ღამით -11, -6°, დღისით +5, +10°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -3, +2°, დღისით +7, +12°; მთაში ღამით -9, -4°, დღისით +4, +9°; მაღალ მთაში ღამით -10, -5°, ზოგან -15°-მდე; დღისით +3, +8°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +1°, დღისით +11°.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way