USD
EUR
RUB
თბილისი
როგორი ამინდი იქნება დღეს
თარიღი : 01.24.2023 06:03  74

25 იანვარსთბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.

რუსთავში +7 გრადუსი და ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში +13 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია უნალექო დღე, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი. +12 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +8 გრადუსია, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღე იქნება ბორჯომში, დღისით +7, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი ამინდი და +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +1, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +7 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

 

 

მსოფლიო
«BBC news» (დიდი ბრიტანეთი): „სად არის მოსალოდნელი რუსეთის ახალი დარტყმა უკრაინაში“

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ რუსულმა სამსახურმა (BBC news russian) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სად არის მოსალოდნელი რუსეთის ახალი დარტყმა“ (ავტორი ილია აბიშევი), რომელშიც გაანალიზებულია უკრაინაში მოქმედი რუსეთის არმიის სავარაუდო შეტევის სავარაუდო მიმართულების პლუსები და მინუსები.

გთავაზობთ შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლისთავისა და გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ძლიერდება ხმები რუსეთის არმიის ფართომასშტაბიან შეტევაზე. პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ რუსეთის არმია თებერვალში ახალი ფართო შეტევისათვის ემზადება - „გასული წლის განმავლობაში განცდილი მარცხის ასანაზღაურებლად“.

როგორც გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) წერს, უკრაინის არმიის სამხედრო მრჩეველმა კორესპონდენტს აცნობა, რომ კიევმა მიიღო „ძალიან საიმედო სადაზვერვო მონაცემები რუსეთის არმიის შეტევის განზრახვის გეგმებზე - კრემლი ვარაუდობს, რომ შეტევა 10 დღეში უნდა დაიწყოს. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ სად უნდა ელოდოს უკრაინის არმია ახალ დარტყმას?

„ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური მიმომხილველი ილია აბიშევი სხვადასხვა ვარიანტებს იხილავს:

ა) ხერსონის მიმართულება

დნეპრის მარჯვენა ნაპირისაკენ შეტევა, საიდანაც რუსეთმა გასულ წელს უკან დაიხია, ალყაში რომ არ მოხვედრილიყო, ყველაზე ნაკლებსავარაუდოდ ითვლება. იმ დროს, როცა რუსეთმა, მსხვილი სამხედრო დაჯგუფების მიუხედავად, ხერსონის შენარჩუნება ვერ მოახერხა, ახლა მით უმეტეს, მის ხელახლა დაკავებას ვერ შეძლებს, მდინარე დნეპრზე გადასასვლელი ხიდები განადგურებულია. ამრიგად, ხერსონის მიმართულება რუსეთის ჯარის შეტევისათვის თვითმკვლელობას ნიშნავს.

ბ) კიევი, ჩერნიგოვი, სუმი

უკრაინის არმიას ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში შედარებით უფრო ძლიერი ტავდაცვითი ზღუდეები აქვს სექმნილი - ღრმა ეშელონური თავდაცვა. მით უმეტეს, რომ ამ რეგიონში გზები შედარებით ცოტაა და რაც არის, ისიც კარგად არის დანაღმული და საცეცხლე კონტროლშია მოქცეული. ცალკეული მცირე ტერიტორიების დაკავება უფრო ცუდია, ვიდრე კარგი. ეს უკვე გააცნობიერა რუსეთის არმიამ, რომელსაც უკრაინაში შეჭრის დროს სწორედ კიევის მიმართულებით განიცადა მარცხი და ქალაქი ვერ დაიკავა.

გ) ხარკოვის ოლქი

ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთი მიმზიდველია რუსეთის არმიისათვის უპირველესად იმიტომ, რომ ქალაქ კუპიანსკის ხელში ჩაგდებით დონბასში მოქმედი უკრაინის ჯარებს მომარაგების არხს გადაუჭრის. ხარკოვის ოლქი რუსეთს ესაზღვრება და შესაბამისად, რუსეთს შეუძლია ტავისტერიტორიაზე დიდი რაოდენობის ძალა დააგროვოს და შეტევის ბრძანების შემთხვევაში თავის ჯარ საიმედო ზურგი შეუქმნას. მაგრამ, რასაკვირველია, უკრაინა ითვალისწინებს რუსეთის ჯარის სავარაუდო შეტევის მიმართულებას და ამისთვის მზად არის. გარდა ამისა, კიევის არმიას შეუძლია რუსეთის ბელგოროდის ოლქში შეიჭრას.

დ) დონბასი

სალავიანსკ-კრამატორსკისა და უგლედარ-ალექსანდროვკის ხაზი რუსეთის არმიისათვის ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებად შეიძლება ჩაითვალოს. სრულიად შესაძლებელია, რომ რუსული სარდლობა სწორედ დონბასში განახორციელებს შეტევას. რატომ?

იმიტომ, რომ დონბასის ორი ოლქის - დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების (ე.წ. „სახალხოს რესპუბლიკების“) დაუფლებით რუსეთი თავის „პროგრამა-მინიმუმს“ მაინც შეისრულებს. სამხედროებს, რა ტქმა უნდა, ყოველთვის კონკრეტული მიზნები აინტერესებთ და არა ზოგადი მიმართულებები. რუსი გენერლები ბოლო დროს უკრაინის ძალების ე.წ. „ღრღნის ტაქტიკას“ ახორციელებნ შედარებით მცირე ქვედანაყოფების მეშვეობით - ისე, როგორც, ვთქვათ, „ვაგნერ-ჯგუფის“ მიერ სოლედარის შტურმის დროს მოხდა. ანუ შეიძლება ნელ-ნელა წინ წახვიდე, შეიძლება დაყოვნებულად, მაგრამ საბოლოოდ მაინც წარმატებას მიაღწიო. თუმცა, ცხადია, დანაკარგებს თავიდან მაინც ვერ აიცილებ, რომელიც ასეთი ტაქტიკის დროს ძალიან დიდია.

მართლაც მზადაა თუ არა უკვე რუსეთის არმიის სარდლობა შეტევის განსახორციელებლად? გამოიყენებს თუ არა მობილიზებულებს და „ვაგნერის ჯგუფის მებრძოლებს შეტევაში? ამას ახლო მომავალში ვნახავთ. წინ ცხელი ბრძოლებია მოსალოდნელი.

 მოამზადა სიმონ კილაძემ

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.