16 სექტემბერს ქუთაისში წვიმა და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმაა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.
მესტიაში წვიმა და +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.
+26 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმას პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.
გორში იწვიმებს. +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +16 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს.
ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში კი იწვიმებს, დღის განმავლობაში +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.
უნალექო დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე +33 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თბილისშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი.