18 დეკემბერს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.
უნალექო დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ქუთაისში +6 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.
ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1.
ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.
+8 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით -2 გრადუსი, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში დღისით თოვლი და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი.
ახალციხეშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით +4, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.
ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, სადაც დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში თოვლჭყაპია მოსალოდნელი. დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა 2 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლიანი დღე და -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება.
უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავში დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც უნალექო დღეა. დღისით +6 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში დღისით +6 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.