14 დეკემბერს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ნალექი.
წვიმიანი დღე იქნება რუსთავში. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ქუთაისში +12 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.
ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7.
ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
+12 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშია თოვლია მოსალოდნელი. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში დღისით წვიმა და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი.
ახალციხეშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +7, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, სადაც დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
გუდაურში თოვლიანი დღე და +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება.
ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით +3, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავში დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. მოასლოდნელია ნალექი.
გურჯაანშიც წვიმიანი დღეა. დღისით +8 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღშიც ნალექიანი დღეა. დღისით +8 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ავსტრიის ქალაქი გრაცის სკოლაში სროლას ათი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან ერთად, სროლის დროს სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა. ყველა დაშავებული სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი.
მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი და კანცლერი, კრისტიან სტოკერი. სტოკერმა მომხდარს ეროვნული ტრაგედია უწოდა.
ინციდენტი სკოლაში დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, შეიარაღებული მოსწავლე სასწავლო დაწესებულებაში შევარდა და სროლა ატეხა. წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებულმა მომხდარის შემდეგ თავი მოიკლა.