USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?
дата:  504

7 დეკემბერს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ნალექი.

რუსთავში წვიმიანი დღე იქნება . დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში +18 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11.

ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

+18 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ბორჯომშიც დღისით +13, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ბაკურიანში დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გუდაურში თოვლიანი დღე და +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. 

წვიმიანი დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. მოასლოდნელია ნალექი.

გურჯაანში უნალექო დღეა. დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში წვიმიანი დღეა. დღისით +13 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

 

 

Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати