USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?
თარიღი:  411

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 დეკემბერს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება
შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი ჰაერის მასებით. საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ქვეყანაში დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9, დღისით +11, +16°; მთაში ღამით +1, +6, დღისით +6°; მაღალ მთაში ღამით -2, +3°, დღისით +1, +6°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი

10-15 მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +4, +9°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით -1, +4°, დღისით +7, +12°; მაღალ მთაში ღამით -1, +4°, დღისით +8, +13°.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში 5 დეკემბერს შემდეგი ამინდი იქნება მოსალოდნელი:

თბილისში - უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15, 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16, ღამით +7°.

სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +9°.

 

ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +10.

ქობულეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით +9°.

ფოთი- შესაძლებელია მცირე წვიმა. დასავლეთის ქარი 10-153მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +10°.

ზუგდიდი წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით + 8°, .

ქუთაისი . წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +15°, ღამით +9.

ოზურგეთი -  უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +15°, ღამით +9.

ამბროლაური დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +4°.

ცაგერი დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +11°, ღამით +3°.

ონი დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +10°, ღამით +1°.

მესტია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით-2°.

გორი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15, შეს.დროგ 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით +4°.

ახალგორი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესა უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15,დროგ.შეს. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +3°.

ცხინვალი -  უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15,დროგ.შეს. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +3°.

სტეფანწმინდადროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესა უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15,დროგ.შეს. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +1°.

თიანეთი - უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით +3°.

ახალციხე - უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით +1°.

ბორჯომი -  უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით +3°,.

ბაკურიანი -  უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით -2°,.

თელავი - უმეტესად უნალექოდ.დასავლეთის ქარი 10-15,დროგ.შეს. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +6°,.

ყვარელი-  უმეტესად უნალექოდ.დასავლეთის ქარი 10-15,დროგ.შეს. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +7°.

საგარეჯო - უმეტესად უნალექოდ.დასავლეთის ქარი 10-15,დროგ.შეს. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +7°,

იღნაღი  უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +5°,

დედოფლისწყარო -  უმეტესად უნალექოდ.დასავლეთის ქარი 10-15,დროგ.შეს. 17-22მ/წმ ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +4°.

ლაგოდეხი -  უმეტესად უნალექოდ.დასავლეთის ქარი 10-15, დროგ.შეს. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +7°.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის