USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  564

17 სექტემბერის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

თბილისში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით +27 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ქუთაისში +30 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17.

ბათუმში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი.

იწვიმებს ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

+26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურში დღეს ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +25 იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ბაკურიანში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

გორში უნალექო დღე იქნება. დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც იწვიმებს. დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.

ომალოშიც წვიმს. დღისით +16, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

 

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის