USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  288

8 სექტემბერის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

თბილისში - შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +16°.

სოხუმი - ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით +21°.

ბათუმიდღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+22°.

ფოთი - ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +23°.

ხულო - დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +16°.

ქუთაისი - დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +22°.

ოზურგეთი დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +22°.

ამბროლაური დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +15°.

ცაგერიაღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+15°.

ონიდღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით+14°.

მესტია დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით +12°.

გორი- შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +15°.

ახალგორი- უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +14°.

.ცხინვალი - აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით+15°.

სტეფანწმინდადროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით+11 °.

გუდაურიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით+7°.

თიანეთი დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+12°.

ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +10°.

ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +12°.

ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +7°.

თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27, ღამით+17°.

ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით +17°.

საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +16°.

იღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +16°.

დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+16 °.

ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით+16 °.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის