29 ივნისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:
თბილისში მცირე წვიმა, დღისით +26 გრადუსი. ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
რუსთავშიწვიმა, + 28 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
ქუთაისში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, იწვიმებს. ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
ოზურგეთში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმს.
ბათუმში, დღისით ჰაერი +26 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. მცირე წვიმა
ზუგდიდში წვიმს, დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმში დღისით +26 გრადუსი მოსალოდნელი. ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.
მესტიაში დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურში, ჰაერი დღისით +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, წვიმს, ღამით კი ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში წვიმს, დღისით +24 გრადუსი, დღის განმავლობაში. ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა
ცხინვალში, წვიმა. დღისით ჰაერს ტემპერატურა +24გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს
თელავში წვიმს, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში დღისით +27 გრადუსი. ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
სიღნაღში დღისით +25 გრადუსია. ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.
„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.
„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.