USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
როგორი ამინდი იქნება 23 მაისს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  1619

23 მაისს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

თბილისში დღისით +27 გრადუსი. ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

რუსთავში + 29 გრადუსი, ღამით კი +15გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, იწვიმებს. ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17გრადუსია ნავარაუდევი.

ბათუმში  დღისით ჰაერი +28  გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში  დღისით ტემპერატურა +29  გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმში დღისით +27 გრადუსი მოსალოდნელი. ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაში  დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.  წვიმა.

ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერი დღისით +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11  გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღისით ჰაერი +24  გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომში დღისით +24 გრადუსი, დღის განმავლობაში წვიმს.  ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. დღის განმავლობაში წვიმს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.  

თელავში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს. ღამით კი +15გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +27 გრადუსი. ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +25 გრადუსია ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის