USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
როგორი ამინდი იქნება 22 მაისს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  1150

22 მაისს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

თბილისში დღისით +24 გრადუსი. ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

რუსთავში + 26 გრადუსი, ღამით კი +14გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, იწვიმებს. ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14გრადუსია ნავარაუდევი.

ბათუმში  დღისით ჰაერი +25  გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში იწვიმებს, დღისით ტემპერატურა +26  გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმში დღისით +23 გრადუსი მოსალოდნელი. ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაში  დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.  წვიმა.

ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერი დღისით +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14  გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღისით ჰაერი +21  გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომში დღისით +21 გრადუსი, დღის განმავლობაში წვიმს.  ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. დღის განმავლობაში წვიმს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.  

თელავში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს. ღამით კი +14გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში წვიმს,  დღისით +25 გრადუსი. ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +23 გრადუსია ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის