USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Тбилиси
როგორი ამინდი იქნება 20 მაისს საქართველოს ქალაქებში?
дата:  1530

20 მაისს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

თბილისში დღისით +21 გრადუსი. ღამით კი +15 გრადუსი იქნება. მცირე წვიმა.

რუსთავში + 24 გრადუსი, მცირე წვიმა. ღამით კი +16გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, იწვიმებს. ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. მცირე წვიმა

ბათუმში  დღისით ჰაერი +19 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმა.

ფოთში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმს.

ზუგდიდში იწვიმებს, დღისით ტემპერატურა +21  გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმში დღისით +21 გრადუსი მოსალოდნელი. ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში  დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.  მცირე წვიმა.

ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერი დღისით +22  გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12  გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომში დღისით +22 გრადუსი, დღის განმავლობაში წვიმს.  ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +14გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. დღის განმავლობაში წვიმს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.  

თელავში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +15გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში წვიმს,  დღისით +22 გრადუსი. ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +20 გრადუსია ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати