USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
თბილისი
როგორი ამინდი იქნება 19 მაისს საქართველოში?
თარიღი:  1459

19 მაისს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

თბილისში დღისით +23 გრადუსი. ღამით კი +12 გრადუსი იქნება. იწვიმებს.

რუსთავში + 15 გრადუსი, მცირე წვიმა. ღამით კი +12გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14გრადუსია ნავარაუდევი.

ბათუმში  დღისით ჰაერი +19 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმა.

ფოთში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +22  გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმში დღისით +21 გრადუსი მოსალოდნელი. ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში  დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +7გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურში ჰაერი დღისით +24  გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8  გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომში დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +12გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.  

თელავში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +11გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში წვიმს,  დღისით +23 გრადუსი. ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +22 გრადუსია ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის