USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
როგორი ამინდი იქნება 18 მაისს საქართველოში?
თარიღი:  1589

18 მაისს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

თბილისში დღისით +17 გრადუსი. ღამით კი +12 გრადუსი იქნება. იწვიმებს.

რუსთავში + 19 გრადუსი, მცირე წვიმა. ღამით კი +13გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14გრადუსია ნავარაუდევი.

ბათუმში  დღისით ჰაერი +24 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმა.

ფოთში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +24  გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმში დღისით +24 გრადუსი მოსალოდნელი. ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში  დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +2გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურში ჰაერი დღისით +21  გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5  გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. საღამოს იწვიმებს.

ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +9გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.  მოსალოდნელია წვიმა.

თელავში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +10გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში წვიმს,  დღისით +19 გრადუსი. ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +17 გრადუსია ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

               

 

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის