USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება 14 მაისს
Date:  1554

14 მაისს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

თბილისში დღისით +14 გრადუსი,  წვიმა. ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

რუსთავში +16 გრადუსი. ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.

ქუთაისში +13 გრადუსია მოსალოდნელი, წვიმს. ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს

ბათუმში წვიმს, დღისით ჰაერი +15 გრადუსი, ღამით კი +13გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა გამოცხადებული.

ზუგდიდში, წვიმს, დღისით ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმში დღისით +15 გრადუსი მოსალოდნელი, იწვიმებს. ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში  დღისით +7 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

ამბროლაურში ჰაერი დღისით +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ახალციხეში ღრუბლიანი ამინდია, დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა;

ბორჯომში დღისით +12 გრადუსი, მოსალოდნელია წვიმა; ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.

ცხინვალში მოსალოდნელია წვიმა , დღისით ჰაერს ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +7გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.  მოსალოდნელია წვიმა.

თელავში დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

გურჯაანში წვიმს,  დღისით +15 გრადუსი. ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +13 გრადუსია ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

 

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way