USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
როგორი ამინდი იქნება 12 მაისს საქართველოში
дата:  2175

12 მაისს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

თბილისში დღისით +19  გრადუსი,  წვიმა. ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

რუსთავში +21 გრადუსი. ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში +21 გრადუსია მოსალოდნელი, წვიმს. ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს

ბათუმში წვიმს, დღისით ჰაერი +17 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა გამოცხადებული.

ზუგდიდში, წვიმს, დღისით ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმში დღისით +21 გრადუსი მოსალოდნელი, იწვიმებს. ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში  დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

ამბროლაურში ჰაერი დღისით +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ახალციხეში ღრუბლიანი ამინდია, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა;

ბორჯომში დღისით +21 გრადუსი, მოსალოდნელია წვიმა; ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +9გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +9გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.  

თელავში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

გურჯაანში წვიმს,  დღისით +20გრადუსი. ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +18 გრადუსია ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати